ზუკა დავითაშვილი: კვარაცხელია ქართველი მესია
ზუკა დავითაშვილი: კვარაცხელია ქართველი მესია

საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გამოცემა Sport24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა, რომელიც „რუბინში“ თამაშობს. ის ყაზანურ კლუბს 2019 წლის ზაფხულში მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა.

„მე და ხვიჩა ერთმანეთს, ძალიან დიდი ხანია, ვიცნობთ. ბავშვობიდან ერთად ვთამაშობდით თბილისის „დინამოს“ აკადემიაში. მე და ხვიჩა კარგი მეგობრები ვართ. ახლა კვარაცხელიას შეიძლება ვუწოდოთ ქართველი მესი. „ლოკომოტივმა“ დიდი შეცდომა დაუშვა, ხვიჩა რომ გაუშვა,“ – ამბობს დავითაშვილი.

მან კვარაცხელიასთან ერთად პანდემიის შემდეგ რუსეთში მანქანით დაბრუნება გაიხსენა.

ხვიჩასთან ერთად ყაზანში მანქანით დავბრუნდი, თანაც ასეთ გზებით… ძალიან რთული იყო.უღელტეხილზე ზვავი ჩამოწვა და გზა დაკეტეს. ერთი დღე სასტუმროში დავრჩით. ვლადიკავკაზში გავიარეთ – საშინელი გზა იყო. იქიდან კი ყაზანში თვითმფრინავით გავემგზავრეთ“.

დატოვე კომენტარი