ზუგდიდში საფეხბურთო ტურნირი გაიმართა - ჩემპიონი სოფელ საბერიოს გუნდი გახდა #1TVSPORT
ზუგდიდში საფეხბურთო ტურნირი გაიმართა - ჩემპიონი სოფელ საბერიოს გუნდი გახდა #1TVSPORT

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში სიომა ბარქაიასა და გიორგი სიჭინავას სახელობის ბავშვთა ტურნირი გაიმართა, რომელშიც 10-11 წლის ბავშვები მონაწილეობდნენ.

16-გუნდიანი ტურნირი მოაწყო დევნილი და ოკუპირებული ხაზის სოფლების (ორსანტია, შამგონა, განმუხური, ანაკლია, კოკი, ტყაია, რიყე) გუნდები თამაშობდნენ, ხოლო ორგანიზატორი კახათისკოლხას“ დამფუძნებელი ბაკურ ჭითანავა გახლდათ.

„მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ ბავშვები გალიდან, სოფელ საბერიოდან ჩამოვიდნენ. პატარა საბერიოელებმა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენეს, ოსტატობით გაიარეს მთელი ტურნირი და ფინალში რიყეს 5:1 მოუგეს, ხოლო ამ გუნდის უნიჭიერესი მოთამაშე ვატო ჯინჯოლია ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც გახდა!“, – ამბობს უეფა-ს მედიაოფიცერი და სფფ-ს სტადიონების განყოფილების უფროსი მამუკა კვარაცხელია.

საუკეთესო მეკარეც საბერიოელი საბა ლაგვილავა გახდა, გიორგი დავითაძე – საუკეთესო თავდამსხმელი, ცოტნე ეთერიას ყველაზე პატარა ასაკის გამორჩეული მოთამაშის პრიზი გადაეცა, ხოლო ზვიად არონიას – საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო.

საუკეთესო ნახევარმცველი

პაატა გაბრიანიძე (ანაკლია)

საუკეთესო ბომბარდირი

ანდრია კვაშილავა (ანაკლია)

სიმპატიის პრიზი

რეზო დარსანია (რიყე)

საუკეთესო გამთამაშებელი

ალიკ გოგია (რიყე)

ყველაზე ტექნიკური მოთამაშე

გელა ფიფია (ტყაია).

პრიზიორები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო მალანიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სერგო კვარაცხელიამ დააჯილდოვეს. მამუკა კვარაცხელიამ და პავლე გასვიანმა ოთხ საუკეთესო გუნდს სფფ-ს, ოფფ-ს ფორმები და ბურთები გადასცეს, ხოლო პატარა საბერიოელებს კი ოკუპირებულ აფხაზეთში სრული საფეხბურთო აღჭურვილობა გაატანეს.