ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს

16:01, 19.05.2019

ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში.

როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გიორგი კაპანაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი. ადგილზე მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, თინათინ ბოკუჩავა და გიორგი ბოტკოველი.

მსგავსი