ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოძალვის საქმეზე 3 ივნისს ზუგდიდში დაკავებულებს რ.პ.-სა და ა.წ.-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა ნუცუბიძემ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რ.პ და ა.წ. მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.

პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3 500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.