ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პაციენტს გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

დაჭრილს კვლევები უტარდება და მას ოპერაციისთვის ამზადებენ.

დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.