ზუგდიდის „დინამომ“ ხობის „კოლხეთი“ დაამარცხა
ზუგდიდის „დინამომ“ ხობის „კოლხეთი“ დაამარცხა

ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე ზუგდიდის „დინამომ“, იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველი ამხანაგური შეხვედრა ხობის „კოლხეთთან“ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მასპინძლები პენალტით ბექა მახარაძემ დააწინაურა – 1:0. მეორე ტაიმში, 68-ე წუთზე, ზუგდიდელთა უპირატესობა გოჩა ცირდავამ გაზარდა, ხოლო შეხვედრის ბოლოსკენ დათა სიჭინავამ, სტანდარტულიდან ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 ზუგდიდის „დინამოს“ სასარგებლოდ.

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების შეჩერებამდე, ზუგდიდის „დინამომ“ ორი მატჩი ჩაატარა, მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ბოლოსწინა მეცხრე ადგილზეა. ხობის „კოლხეთი“ ლიგა 3-ში თამაშობს და ერთი შეხვედრა ჩაატარა და ფრედ დაასრულა.

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი 13 ივლისს განახლდება, ლიგა 3-ში – 27 ივლისს, ხოლო ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების დაწყება აგვისტოს შუა რიცხვებიდან იგეგმება.