ზუგდიდის „დინამომ“ ️ვარჯიშები განაახლა
ზუგდიდის „დინამომ“ ️ვარჯიშები განაახლა

ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელები, იძულებითი შესვენების შემდეგ, მოედანს დაუბრუნდნენ – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გევრდი ავრცელებს.

„ვარჯიშის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თერმო-სკრინინგი ჩაიტარეს. საწვრთნელო პროცესში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები. ️ზუგდიდელთა დამრიგებელმა კახა გოგიჩაიშვილმა, საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანად ფიზიკურ დატვირთვებს დაუთმო. ფეხბურთელები ვარჯიშს, დილის საათებში, (ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში) იწყებენ და საწვრთნელ პროცესს უკვე, ზედაეწერის სტადიონზე აგრძელებენ,“ – წერია ზუგდიდის „დინამოს“ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს, მესამე ტურის მატჩებით, ეროვნული ლიგის გუნდები განაახლებენ, ხოლო ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები ოფიციალურ შეხვედრებს ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ.