ზუგდიდის „დინამო“ „რუსთავს“ დაუზავდა - შეკრება „შევარდენთან“ სპარინგით დასრულდება
ზუგდიდის „დინამო“ „რუსთავს“ დაუზავდა - შეკრება „შევარდენთან“ სპარინგით დასრულდება
ზუგდიდის „დინამომ“ თბილისური შეკრების დასკვნით ეტაპზე კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა – ამჯერად, კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილები „რუსთავს” დაუზავდნენ 3:3.
 
სტუმრებს დასაწყისში ლევან კაკულია დაუშავდათ, რომელიც შესაცვლელი შეიქმნა და მის ნაცვლად მეოდანზე თამაზ ჯიშკარიანი გამოჩნდა.
ტესტ-მატჩი ზუგდიდელთა უპირატესობით დაიწყო და ისინი მალევე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. ანგარიში აბუსელიძემ გახსნა, რის შემდეგაც სიჭინავამ სტანდარტულიდან ანგარიში გააორმაგა. ამის შემდეგ, ქვემოქართლელებმა გოცაძისა და მეტრეველის გოლებით თერთმეტრიანის ნიშნულიდან სხვაობა შეამცირეს, მერე კი სტანდარტულიდან თანაფარდობა აღადგინეს.
მეორე ნახევარში ზუგდიდელები მოსემღვდლიშვილმა ისევ დააწინაურა. შეხვედრის დასრულებამდე რუსთაველებმა ლობჟანიძის გოლით კვლავ აღადგინეს წონასწორობა და თამაშიც 3:3 დასრულდა.
ზუგდიდელთა დამრიგებელმა კახა გოგიჩაიშვილმა თბილისურ შეკრებაზე კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი ჩანიშნა – სავარაუდო მეტოქე თბილისის „შევარდენი 1906″-ია.
დატოვე კომენტარი