ზუგდიდის „დინამო“ განახლებული სეზონისთვის ემზადება
ეროვნული ლიგა 2-ის ოფიციალური შეხვედრები 13 ივლისიდან განახლდება. სეზონისთვის მზადება ზუგდიდის „დინამომაც“ დაიწყო.
რამდენიმეთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკური კონდიციების აღდგენას დაუთმო და საწვრთნელი ეტაპი ორჯერადი ვარჯიშებით დაიწყო.
ზუგდიდის „დინამო“ პირველ მატჩს 13 ივლისს, ქობულეთში „შუქურასთან” გამართავს, ხოლო შემდეგ მატჩს გუნდი ისევ გასვლაზე ითამაშებს – 22 ივლისს, „დინამო“ წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
მართალია, ზუგდიდელები „ზედაეწერის“ სტადიონზე ემზადებიან, მაგრამ ლიგა 2-ის განახლების შემდეგ, საშინაო მატჩებს „განმუხურის“ სტადიონზე ჩაატარებს.
სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, ტურნირი ოთხი წრის ნაცვლად, ორ წრედ ჩატარდება. ვინაიდან გუნდებს, 2-2 შეხვედრა გამართული ჰქონდათ, ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩატარებული შეხვედრების შედეგები ძალაში დატოვა და გუნდები 16 ტურს ჩაატარებენ.