ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება სამეგრელოს რეგიონში მოხდა.

საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამირან ჯანაშია დაკავებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.