ზუგდიდის ახალ სტადიონზე სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის ახალ სტადიონზე სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის ახალ სტადიონზე ტენდერი დასრულდა და სამუშაოები დაიწყო – ინფორმაციას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი არვცელებს.
 
სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემისა და პარკინგის სივრცის, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობასა და წინა ხარვეზების გამოსწორებას.
 ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ზუგდიდის სტადიონზე დამატებით აშენდება სათადარიგო სტადიონი – მოეწყობა ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები, ტრიბუნები გათვლილი იქნება 1200 მაყურებელზე, ხოლო მოედანზე ხელოვნური საფარი იქნება.