ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრის დაკითხვა დასრულდა

20:54, 18.05.2019

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში 87-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრის, ზოია ქვარცხავას დაკითხვა დასრულდა.

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ზოია ქვარცხავამ მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღელვების მიუხედავად, შეუძლია, ამოიცნოს ადამიანები, რომლებმაც საარჩევნო უბანთან გაისროლეს.

ზოია ქვარცხავას თქმით, მან პოლიციას ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარის გაკეთების შემდეგ, ზოია ქვარცხავამ სამმართველოს ტერიტორია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა ჰაერში პისტოლეტიდან გაისროლეს. ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტს შსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით იძიებს.

მსგავსი