„ზუგდიდი“ ემზადება და ძლიერდება - თუმანიძემ საკონტროლო მატჩები დაგეგმა
„ზუგდიდი“ ემზადება და ძლიერდება - თუმანიძემ საკონტროლო მატჩები დაგეგმა

კვირაზე მეტია, ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში გადასული „ზუგდიდი“ რუხის ბაზაზე ემზადება. .

ზუგდიდელთა პრესსამსახურის ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გიორგი თურმანიძე, რომელიც წლების წინ იგი, ზუგდიდის „ლაზიკას“ (შემდეგ „ოდიში 1919“) ავარჯიშებდა. მას დაეხმარებიან ოთარ თუთბერიძე (მწვრთნელი), ბორის გუგუჩია (ფიზმომზადების მწვრთნელი) და ვლადიმერ გერგაია (მეკარეების მწვრთნელი).

გასული სეზონის შემადგენლობის მოთამაშეებიდან წავიდნენ გურამ გურეშიძე, გიორგი ლემონჯავა, თედო კიკაბიძე, ლაშა ღონღაძე, ბექა კაკაჩია, ხვიჩა ბუკია, გიორგი წულეისკირი, კონსტანტინე ბარამიძე, გიორგი ჭურღულაშვილი, გიორგი გურეშიძე, გოჩა კვარაცხელია, ბესიკ ჩიმაკაძე. გუნდში ხობის „კოლხეთიდან“ მიიწვიეს ოთარ ფიფია, გიგა წურწუმია და გიორგი ჭედია. გუნდს დაუბრუნდნენ, მეკარე ვახტანგ ჯომიდავა და მიხეილ რუხაია. გუნდში ასევე ვარჯიშობენ ნიგერიელი ედუ უზომა, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია და რუსი ლეგიონერი, ფედია ლიმონოვი. ზუგდიდელებს შეუერთდა თავდამსხმელი ბექა ზაქრაძე, რომელიც ამპლუით, რომელმაც გასულ სეზონს ლანჩხუთის „გურიაში“ ჩატარებული 34 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ზუგდიდურმა გუნდმა ათდღიანი შეკრება ურეკში დაგეგმა – მანამდე რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებასაც აპირებებ.

ზუგდიდელები, ხვალ 26 იანვარს, პირველ საკონტროლო მატჩს გამართავენ და ქუთაისში „ტორპედო 2“-ს შეხვდებიან. 28 იანვარს კი, ანგისას ბაზაზე დაგეგმილია გასვლითი ტესტ-მატჩი ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ. საკონტროლო მატჩების შემდეგ, გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და შეკრებამდე, რუხის ბაზაზე მოემზადება.