ზოური „რეიმსმა“ წარადგინა, „იბერია“ ღუდუშაურმაც დატოვა – საქართველოს ჩემპიონმა ნიგერიელი გარემარბი დაიმატა #1TVSPORT

12:25, 18.07.2026

თბილისის „იბერიის“ მცველი არმელ ზოური კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის „რეიმსში“ გააგრძელებს. კოტდივუარელი მცველი „იბერიას“ გასულ წელს შეუერთდა და გუნდის გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „იბერიის“ ხელმძღვანელობამ მისი შენარჩუნება სცადა, მაგრამ ფეხბურთელს კოტ დ’ივუარის ნაკრებში დაბრუნების მიზნით საფრანგეთში თამაში სურდა და დარჩენაზე უარი თქვა. ის ფრანგულ კლუბში უკვე წარადგინეს.

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „იბერია“ თავდამსხმელმა პაატა ღუდუშაურმაც დატოვა, რაც 29 წლის ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოს შორის მომხდარი კონფლიქტის ლოგიკური დასასრული იყო.

კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე „სლოვანთან“ მატჩამდე გუნდმა ახალი ფეხბურთელიც დაიმატა – სტეფენ ენდე. 20 წლის ნიგერიელი მარცხენა ფლანგის შემტევი „იბერიას“ აზერბაიჯანის ჩემპიონ და თასის მფლობელ „საბაჰიდან“ შეუერთდა.

„იბერიი“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბი ტრანსფერებზე მუშაობს განაგრძობს.

მსგავსი