ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრებს ტოვებს #1TVSPORT

07:25, 05.07.2026

ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, – იტყობინება გამოცემა Jutarnji List-ი.

59 წლის წლის სპეციალისტის კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამოიწურება. წყაროს ცნობით, დალიჩი ჯერ კიდევ მთავარი სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე დათანხმდა 5-მილიონიან შეთავაზებას არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.

ხორვატიის საფეხბურთო კავშირი დალიჩის შემცვლელად მოიაზრებს სლავენ ბილიჩს, რომელიც ერთხელ უკვე მუშაობდა ეროვნულ გუნდში – 2006-12 წლებში.

ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრებს 2017 წლიდან ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერცხლის (2018) და ბრინჯაოს (2022) მედლები მოიპოვა.

მსგავსი