„ზლატე მორავცემ“ ისევ ქართველების გოლებით მოიგო #1TVSPORT
„ზლატე მორავცემ“ ისევ ქართველების გოლებით მოიგო #1TVSPORT

„საბურთალოს“ სამი ფეხბურთელი – იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა და ლევან ნონიკაშვილი სლოვაკეთის გუნდ „ზლატე მორავცეში“ იჯარის წესით გადავიდნენ და უკვე მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშეს.

თბილისელმა ფეხბურთელებმა სლოვაკურ გუნდში სლოვაკურ-ჩეხური კლუბების ტურნირზე, „ტიპსპორტ ლიგაზე“  „ზლინის“ წინააღმდეგ (1:0) პირველად ითამაშეს. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ იური ტაბატაძე და გიორგი ჯინჯოლავა, ერთადერთი გოლი კი სერგი კუხიანიძემ გაიტანა.

ზლატე მორავცემ“ „ტიპსპორტ ლიგაზე“ მეორე მატჩიც მოიგო. ამჯერად გუნდს ლევან ნონიკაშვილიც შეუერთდა და „ზბროიოვკა ბრნოსთან“ გამარჯვებაში (2:0) ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. 24-ე წუთზე ანგარიში იური ტაბატაძემ გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ნონიკაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჯინჯოლავაც, ხოლო სერგი კუხიანიძემ ამჯერადაც შეცვლაზე ითამაშა.