ზლატანს სერია A-ში დაბრუნების შანსი აქვს
ზლატანს სერია A-ში დაბრუნების შანსი აქვს

„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს. როგორც გამოცემა „ლა ნაციონე“ (La Nazione) წერს, 38 წლის შვედის სამსახურით დაინტერესებულია „ფიორენტინა“. იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი „გელაქსისთან“ დეკემბერში იწურება.

ოქტომბრის დასაწყისში ზლატანმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება. ადრე ის „იუვენტუსის“, „ინტერისა“ და „მილანის“ შემადგენლობაში თამაშობდა.

2019 წლის MLS-ის რეგულარულ სეზონში 38 წლის შვედმა 30 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი შეასრულა.