ზლატან იბრაჰიმოვიჩს „პარი სენ-ჟერმენის“ დირექტორობა სურს #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩს „პარი სენ-ჟერმენის“ დირექტორობა სურს #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ სურს „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი გახდეს. შვედის სიტყვებს გამოცემა RMC აქვეყნებს.

„2021 წლის ზაფხულში შევთავაზე „პარი სენ-ჟერმენს“ გავმხდარიყავი სპორტული დირექტორი. დავურეკე კლუბის პრეზიდენტს ნასერ ალ-ჰელაიფის და შევთავაზე მას: „თუ არ გავაფორმებ კონტრაქტს „მილანთან“, გადავალ „პარი სენ-ჟერმენში“ და გუნდში წესრიგს დავამყარებ“. ნასერს გაეცინა, მაგრამ „არა“ არ მითხრა. პსჟ-ში ახლა 40 ფეხბურთელია, მაგრამ არავის უნდა წასვლა უთამაშებლობის მიუხედავად, რადგან იქ ძალიან კარგია. მე რომ კლუბში ვიყო, ყველაფერი კონტროლის ქვეშ მექნებოდა“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანი პარიზულ კლუბში 2012-16 წლებში თამაშობდა.