ზლატან იბრაჰიმოვიჩს ერთი თვის გამოტოვება ემუქრება
ზლატან იბრაჰიმოვიჩს ერთი თვის გამოტოვება ემუქრება

„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ერთი თვე გამოტოვოს ტრავმის გამო, რომელიც სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლისთან“ მატჩში მიიღო.

39 წლის შვედმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა, 79-ე წუთზე კი იძულებული გახდა მინდორი დაეტოვებინა დაზიანების გამო. პირველადმა შემოწმებამ გამოავლინა მარცხენა ბარძაყის კუნთის პრობლემები.

როგორც Sky Sport Italia წერს, იბრაჰიმოვიჩს სამშაბათს ჩაუტარდება დაწვრილებითი სამედიცინო შემოწმება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი აღდგენის ზუსტი ვადები. წინასწარი ინფორმაციით, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს.

თუ ყველაზე უარესი პროგნოზები გამართლდა, იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარება „მილანს“ იტალიის ჩემპიონატის ხუთ მატჩში და ევროპის ლიგის სამ მატჩში.