ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა „პარმას“ წინააღმდეგ სერია A-ს მატჩში არასპორტული საქციელის გამო.

შეხვედრის მე-60 წუთზე 39 წლის შვედმა ფეხბურთელმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. როგორც იტალიურმა პრესამ დაწერა, იბრაჰიმოვიჩმა რაღაც უთხრა მატჩის მთავარ მსაჯს ფაბიო მარესკეს.

იტყობინებიან, რომ იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიკაციის გაპროტესტებას აპირებს.