ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირადად გააგდო „მილანიდან“ სამი ფეხბურთელი #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირადად გააგდო „მილანიდან“ სამი ფეხბურთელი #1TVSPORT

„მილანის“ ხელმძღვანელობის მრჩეველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლუბში. პაულო ფონსეკას მწვრთნელობისას ცნობილ შვედს კონფლიქტი ჰქონდა პორტუგალიელ სპეციალისტთან, ახლა კი საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს.

როგორც გამოცემა La Gazzetta Dello Sport იტყობინება, იბრაჰიმოვიჩმა „რბილად მოსთხოვა“ ალვარო მორატას, ფიკაიო ტომორისა და დავიდე კალაბრიას „მილანის“ დატოვება ამ უქმეებზე შეხვედრის შემდეგ.

ეს სამეული ისედაც ახლოს იყო „მილანიდან“ წასვლასთან: ალვარო მორატა თითქმის გადასულია „გალათასარაიში“, ტომოტი „ტოტენჰემის“ ინტერესს იპყრობდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა, კალაბრია კი „ბოლონიაში“ გადავა.