ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანურ დერბიში დუბლი შეასრულა, „მილანი“ 12 ქულით ლიდერობს (ვიდეო)
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანურ დერბიში დუბლი შეასრულა, „მილანი“ 12 ქულით ლიდერობს (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში მილანური დერბი შედგა, რომელშიც ნომინალური მასპინძელი „ინტერი“ იყო.

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ მინდორზე დაბრუნებულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მე-19 წუთისთვის დუბლი შეასრულა და „მილანი“ 2:0 დაწინაურდა. „ინტერმა“ რომელუ ლუკაკუს გოლით 29-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, თუმცა ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და „მილანმა“ 2:1 მოიგო.

„როსონერი“ ზედიზედ 20 ოფიციალური მატჩია დაუმარცხებელია – 15 მოგება და ხუთი ფრე. ეს სერია გუნდმა გასული სეზონის რესტარტის შემდეგ დაიწყო. ბოლოს „მილანმა“ მარტში წააგო – 1:2 შინ „ჯენოასთან“.

„მილანს“ სეზონის სტარტზე ოთხიდან ოთხი მოგება აქვს – პირველად 1995-96 წლების სეზონის შემდეგ, როცა გუნდს ფაბიო კაპელო ავარჯიშებდა. გარდა ამისა, მილანელები ზედიზედ 24 მატჩია უგოლოდ არ ტოვებენ მოედანს.

12 ქულით „მილანი“ სერია A-ს ლიდერია.