ზლატან იბრაჰიმოვიჩის აზრით, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ლამინ იამალი გახდება #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ESPN-ის ბლიც-ინტერვიუში მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ტურნირის პოტენციური გამარჯვებულები დაასახელა. მისი პროგნოზით, ინგლისის პრემიერლიგის ტიტულს „მანჩესტერ სიტი“ დაეუფლება, ხოლო ესპანეთის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას „ბარსელონა“ მოიგებს.
ზლატანის ვარაუდით, წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ ჯილდოს, France Football-ის „ოქროს ბურთს“ ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლიდერი ლამინ იამალი დაისაკუთრებს.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში ჩატარდება.