ზლატან იბრაჰიმოვიჩის 17 წლის ვაჟმა „მილანთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩის 17 წლის ვაჟმა „მილანთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ლეგენდარული შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის 17 წლის ვაჟმა ვინსენტმა პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა „მილანთან“. უმცროსი იბრაჰიმოვიჩი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

„მილანი“ მოხარულია გამოაცხადოს ვინსენტ იბრაჰიმოვიჩის პირველი პროფესიული კონტრაქტის შესახებ.

ის გახდება ნაწილი პროექტისა „მილან ფუტურო“. ეს არის ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდა ტალანტების მომზადებასა და განვითარებას ეძღვნება“, – წერია იტალიური კლუბის განცხადებაში.

სხვათა შორის, „მილანის“ რიგებში უკვე თამაშობს ვინსენტის უფროსი ძმა მაქსიმილიან იბრაჰიმოვიჩი. ის U19 გუნდის ღირსებას იცავს.