ზლატან იბრაჰიმოვიჩი – ვერ ვიცანი ნიდერლანდების ნაკრები, ეს კუმანის ბრალია #1TVSPORT

01:51, 01.07.2026

ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გააკრიტიკა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ.

ნიდერლანდებმა პენალტების სერიაში (1:1, 2:3) დათმო მაროკოსთან 1/16-ფინალის მატჩი. ამის შემდეგ კუმანმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

„ეს წაგება კუმანის ბრალია, რადგან ვერ ვიცანი ნიდერლანდების ნაკრები. მან წააგო სტილით, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი ნიდერლანდურ ფეხბურთთან. ეს მაბრაზებს.

ყოველთვის მასწავლიდნენ: შეუტიე, შეუტიე, შეუტიე. ხოლო ის, რაც მე ვნახე, არ ასოცირდება ნიდერლანდებთან. კუმანი გამოიყურებოდა, როგორც იტალიელი მწვრთნელი: თამაშობდა არა მოგებაზე, არამედ იმაზე, რომ არ წაეგო. არადა, ნიდერლანდები ყოველთვის მოსაგებად თამაშობს.

თუ აგებ, საკუთარი იდენტობით მაინც წააგე. ნუ ცვლი მას.

ეს არ იყო ის ნიდერლანდები, რომლის ხილვასაც მიჩვეული ვარ. თამაშის მიხედვით გასაგები იყო, ფეხბურთელები არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს. ბურთის ფლობა გაქრა, შეტევითი ფეხბურთი დაიკარგა… ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურებიდა და ეს ყველაფერი კუმანის ბრალია. მე ეს ძალიან არ მომეწონა. აბსოლუტურად“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა FOX Sports-ის ეთერში.

მსგავსი