ამ ზამთარს ზლატან იბრაჰიმოვიჩს „ლოს ანჯელეს გელაქსისთან“ კონტრაქტი ეწურება და ფეხბურთელი გუნდის გარეშე რჩება.
პრესაში აქტიურად საუბრობენ შვედი თავდამსხმელის მომავალი კლუბის შესახებ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არავის მიუღია. მთავარ პრეტენდენტებად კი „მილანი“ და „ბოლონია“ მიიჩნევიან.
„ჩემს დონეზე თამაშს 50 წლის საკაშიც შევძლებ, – ციტირებს 38 წლის თავდამსხმელს Goal. – თუ არის ჩემით დაინტერესებული, რომელიმე გუნდი, მე ამას დავამტკიცებ. „გელაქსიში“ თამაში დავასრულე. ამ გუნდმა ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა. მე მსურდა ეს თავგადასავალი.“
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული