ზივზივაძის ტრანსფერი გაძვირდა, ჩაკვეტაძის - შემცირდა #1TVSPORT
ზივზივაძის ტრანსფერი გაძვირდა, ჩაკვეტაძის - შემცირდა #1TVSPORT

გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოტრანსფერმარკტმა“ მონაცემები განაახლა და საქართველოს ნაკრების წევრების მონაცემებშიც კორექტივები შევიდა.

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო შეფასება მცირედით შემცირდა – 22 წლის ფეხბურთელს გერმანული „ჰამბურგიდან“ წამოსვლა მოუხდა, რადგან ბოლომდე შესაძლებლობები ვერ გამოავლინა – ძირითადად შეცვლაზე თამაშობდა. ახლა გიორგი „გენტში“ უნდა დაბრუნდეს. მისი შეფასება 2,3 მილიონი ევროდან 2,0 მილიონამდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში გიორგის გრაფაში 9 მილიონი ევრო ეწერა.

თუკი ჩაკვეტაძემ სეზონი ჩააგდო, საბა ლობჟანიძის შეფასების დაქვეითება მოულოდნელი იყო. მან კარიერაში ყველაზე დიდ შეფასებას 31 მარტს მაიღწია, როდესაც „ჰატაიასპორის“ ქართველი შემტევის ტრანსფერი 4,5 მილიონად შეფასდა. ახლა საბას შეფასებას 200 ათასი დააკლდა და 4,3 მილიონი გახდა. ასევე შემცირდა ვაკო ყაზაიშვილის (იყო 1,7 მილიონი ევრო, გახდა 1,5 მლნ) და ვაკო გვილიას (იყო 750 ათასი, გახდა 600 ათასი) შეფასებები.

გიორგი მამარდაშვილის შეფასება 5-დან 10 მილიონამდე ივნისის დასაწყისში გაზარდეს. ამავე პერიოდში წინსვლა ლუკა ლოჩოშვილსაც დაუფიქსირდა – 1,5 მლნ ევრო (1,2 მლნ ნაცვლად). ახლა ზრდა ბუდუ ზივზივაძეს აქვს და მის გრაფაში 800 ათასი ევრო წერია (600 ათასი იყო). ასევე პროგრესია გიორგი აბურჯანიას გრაფაში – 500 ათასი (იყო 300 ათასი).