ზივზივაძის შთამბეჭდავი სერია - ქართველი ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს #1TVSPORT
ზივზივაძის შთამბეჭდავი სერია - ქართველი ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე გასაოცარი და შთამბეჭდავი თამაშების სერიას აგრძელებს. Csakfoci-მ 27 წლის ქართველი თავდამსხმელი უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და ამ მაჩვენებლით ქართველ ფეხბურთელებში აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „უიპეშტს“ „დებრეცენთან“ გასვლით შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგებაში დაეხმარა – ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.

„ბუდუ ზივზივაძე, „უიპეშტი“ – ამჯერადაც დიდი ენთუზიაზმით ითამაშა და მე-5 წუთზე გაიტანა. მას შემდეგაც ძალიან აქტიური იყო, მშვენიერი ფინტებით გამოირჩეოდა და ზუსტ პასებს აკეთებდა. „ფეჰერვარიდან“ იჯარის აყვანილმა მოთამაშემ „უიპეშტში“ ჩატარებულ ოთხ მატჩში უკვე 5 გოლი გაიტანა“, – წერს უნგრული გამოცემა.

„უიპეშტმა“, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-12 ადგილზე იყო, ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, 30 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე დაწინაურდა და თეორიულად ევროსაგზურის მოპოვების შანსიც კი გაუჩნდა.

გუნდის წინსვლა პირდაპირ უკავშირდება ზივზივაძის მისვლას, რომელმაც ამ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულს მიუახლოვდა, ქართველ ლეგიონერებში კი პირველია, ვინც ევროპული ქვეყნის ჩემპიონატში სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს.