ზივზივაძის პენალტი პანენკას სტილში [ვიდეო]
ზივზივაძის პენალტი პანენკას სტილში [ვიდეო]

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისში „ლოკომოტივი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ქუთაისელთა მეორე გოლი მე-14 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. „ტორპედოს“ 24 წლის თავდამსხმელმა პენალტი ე.წ. პანენკას სტილში შეასრულა და ძალიან ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

21-ე საუკუნეში პენალტს ამ სტილში იტალიელი ანდრეა პირლო ასრულებდა, რის გამოც ხშირად პირლოს პენალტსაც უწოდებენ. სინამდვილეში, პირველად ასე დარტყმა ანტონინ პანენკამ გარისკა.

ჩეხმა ფეხბურთელმა ევრო 1976-ის ფინალში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, რომლითაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა და ტურნირის სიმბოლური გუნდის წევრი გახდა. პანენკამ პენალტი გაიტანა ცენტრში, მსუბუქი დარტყმით, ბურთის ჰაერში აგდებით. პენალტის გატანის ამ ტექნიკას პანენკას სახელი დაერქვა.