ზივზივაძის მენეჯერი - ბუდუ სანაკრებო მატჩებისთვის 100 პროცენტით მზად იქნება #1TVSPORT
ზივზივაძის მენეჯერი - ბუდუ სანაკრებო მატჩებისთვის 100 პროცენტით მზად იქნება #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ ტრავმა მოირჩინა და სანაკრებო თამაშებისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ იანვარში გადავიდა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო გუნდის ფორმა მხოლოდ ერთ ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო.

„ბუდუს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მკურნალობდნენ და ახლა უკვე სათამაშოდ მზადაა. ბოლო ტურში „ჰამბურგთანაც“ ითამაშებდა, მაგრამ „კარლსრუეს“ მწვრთნელმა შეგნებულად დაასვენა და რისკი თავიდან აირიდა.

მუხლში ნემსებს უკეთებდნენ და გამაყუჩებლებს იღებდა. საბედნიეროდ, ბუდუს ახლა ტკივილებმა გაუარა, გერმანიაში ძლიერი სამედიცინო მომსახურებაა და ამის დამსახურებაა, რომ დროულად უშველეს. პლუს, მადლობა მერაბ ვარძუკაშვილს, რომელიც გერმანელებთან და ბუდუსთან მუდამ ხაზზე იყო.

ბუდუ უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და რამდენიმე დღეში საუკეთესო ფორმაში შევა, სანაკრებო მატჩებისთვის კი 100 პროცენტით მზად იქნება. დარწმუნებული ვარ, მალე „კარლსრუეში“ დაამტკიცებს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს. მასში დარწმუნებულები რომ არ იყვნენ, ტრავმის შემდეგ განაცხადშიც არ შეიყვანდნენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძე.