ზივზივაძის მენეჯერი - ბუდუ გერმანული და პოლონური კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა #1TVSPORT
ზივზივაძის მენეჯერი - ბუდუ გერმანული და პოლონური კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ, შესაძლოა, მალე გუნდი შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

„მოლაპარაკება რამდენიმე გუნდთან გვაქვს, ერთი მეორე ბუნდესლიგის კლუბია, მეორე პოლონეთის ექსტრაკლასაში თამაშობს, ასევე დაინტერესებულნი არიან კვიპროსის სუპერლიგისა და ისრაელის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენლები“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძე.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის ტრანსფერის საკითხი, რომელიც „ფეჰერვარის“ სათადარიგო გუნდში ფანების მოთხოვნით გადაიყვანეს, მალე უნდა მოგვარდეს.

„ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა. სხვათა შორის, გერმანული და პოლონური კლუბების წარმომადგენლები ბუდუს უკვე შეხვდნენ. ვნახოთ, იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა“, – ამბობს ოდილაძე.

ქართველმა თავდამსხმელმა 6 ნოემბერს მესამე ლიგის მატჩში „ნადიკანიჟასთან“ მხარი დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდა. ზივზივაძე ტრავმის შედეგ მომჯობინდა და მოედანს მალე დაუბრუნდება.