ზივზივაძის „კარლსრუემ“ ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT
ზივზივაძის „კარლსრუემ“ ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე პირველად მოხვდა „კარლსრუეს“ განაცხადში, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „გრეითერ ფიურტს“ დაუპირისპირდა – 2:1 . თუმცა, მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, ქართველმა თავდამსხმელმა სადებიუტო თამაში ვერ ჩაატარა.

მე-20 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ახალმა გუნდმა მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა. პირველ ტაიმში „კარლსრუეს“ მოთამაშეებმა ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ ტაიმი 1:1 დასრულდა. 21-ე წუთზე ტიმ ბრაიტჰაუპტმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, შემდეგ კი „კარლსრუე“ კაცნაკლული დარჩნა, რადგან 3 წუთში მასპინძლებს შტეფან ამბროზიუსი გაუგდეს.

ამის მიუხედავად, „კარლსრუემ“ გერმანული ხასიათი გამოავლინა. გუნდმა 36-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გოლად მარვინ ვანიჩეკმა გარდასახა. თუმცა, რიცხვობრივ სიმცირეში დარჩენილი გუნდის მწვრთნელისთვის, კრისტიან ეიხნერისთვის ძნელი იყო ასეთ დროს შეტევის გაძლიერება – ბუდუ ზივზვაძის მოედანზე შეშვება.

მეორე ტაიმში კაცნაკლულმა „კარლსრუემ“ მეორე გოლი გაიტანა. 73-ე წუთზე „ფიურტის“ კარი მიკელ კაუფმან სორესენმა აიღო და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა – 2:1.

„კარლსრუე“ ამ გამარჯვებას ცხრა მატჩი ელოდა, 2023 წლის პირველი გამარჯვება აღნიშნა და რთულ სატურნირო მდგომარეობაში ოდნავი შვება იგრძნო. ზივზივაძის გუნდი 20 ტურის შემდეგ 22 ქულით მეორე ბუნდესლიგაში მე-12 ადგილზე დაწინაურდა და გასავარდნ ზონასთან სხვაობა მცირედით გაზარდა.