ზივზივაძის „კარლსრუე“ „კაიზერსლაუტერნს“ დაუზავდა #1TVSPORT
ზივზივაძის „კარლსრუე“ „კაიზერსლაუტერნს“ დაუზავდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „კარლსრუეში“, რომელიც ახლო წარსულის ერთ-ერთ გერმანულ გრანდს, „კაიზერსლაუტერნს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა 1:1 დაასრულა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. ამ დროს ანგარიში უკვე 1:1 იყო. ანგარიში სტუმრებმა მე-5 წუთზე რაგნარ ახეს გოლით გახსნეს. „კარლსრუეს“ წონასწორობის აღსადგენად დიდი დრო დასჭირდა. 45+5-ე წუთზე მარვინ ვანიცეკმა პებნალტი უნაკლოდ გამოიყენა.

ბუდუ ზივზივაძე თამაშში აქტიურად ჩაერთო და თავის გამოჩენა შეეძლო. 73-ე წუთზე მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. ხუთ წუთში კი ზივზივაძემ ნებელი კარის წინ დატოვა, მაგრამ ამჯერად შანსით მან ვერ ისარგებლა.

მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი „კარლსრუემ“ დამაჯერებლად ვერ დაიწყო – 6 ტურის შემდეგ გუნდმა 8 ქულა დაგაროვა და მერვე პოზიციაზეა.