ზივზივაძის ჰეთ-თრიქი და საგოლე - ტორპედომ სიონი 7:0 დაამარცხა
ზივზივაძის ჰეთ-თრიქი და საგოლე - ტორპედომ სიონი 7:0 დაამარცხა

კრისტალებთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტური წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართული თამაშით გაიხსნა, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდა და მიწასთან გააასწორა.

მე-11 წუთზე ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ მერაბ გიგაურის მშვენიერი გადაცემის შემდეგ გახსნა, ხუთ წუთში ქუთაისელთა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და საერთოდაც, ის მატჩის გმირი იყო. ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა დუბლით ნოდარ ქავთარაძემ გაზარდა, რომელმაც „სიონის“ კარი მე-18 წუთზე მახვილი კუთხიდან აიღო, შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ ზივზივაძის მშვენიერი გადაცემით დარჩა და შანსი გოლად აქცია და ქუთაისელებმა ტაიმი 4:0 მოიგეს. მეორე ნახევარში ბოლნისელთა კარი “ტორპედოს” მცველმა, ლევან გეგეჭკორმა (61) აიღო, შემდეგ – თენგიზ წიქარიძემ (68), საბოლოო ანგარიში კი ისევ ბუდუ ზივზივაძემ (81) დააფიქსირა, რომელსაც საგოლე გადაცემა ისვე მერაბ გიგაურა გაუკეთა.

საბოლოოდ, ქუთაისის „ტორპედომ“ 5:0 მოიგო, 33 ქულა დააგროვა, თბილისის „დინამოს“ გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა. ბუდუ ზივზივაძე კი თავდამსხმელთა დავაში 13 გოლით დაწინაურდა.

ტურის ცენტრალური შეხვედრაც დრეს გაიმართება – “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი “საბურთალო” უშუალო კონკურენტს, ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. მატჩი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხზე 21:30 საათზე დაიწყება.