ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, „დორტმუნდს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ბუნდესლიგის მე-20 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ბუდუს რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
„დორტმუნდი“ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა და 33-ე წუთზე გირასის გოლით დაწინაურდა. „ჰაიდენჰაიმმა“ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო, მაგრამ 63-ე წუთზე მეორე ბურთიც გაუშვა – კონტრშეტევაზე სტუმრების უპირატესობა ბაიერმა გაზარდა.
ქართველის გუნდმა ერთ წუთში სხვაობა შეამცირა – „დორტმუნდს“ ჰონსაკმა გაუტანა, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მაოხერხეს, 20 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 ადგილზე არიან და ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვიან.