ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ პირველ ტესტმატჩში „ბოლონიასთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

00:35, 23.07.2026

ბუდუ ზივზივაძისჰაიდენჰაიმმა“, რომელიც ახალი სეზონისთვის ავსტრიის სამთო კურორტზე ემზადება, პირველი ამხანაგური შეხვედრა „ბოლონიასთან“ გამართა და 1:1 დაასრულა.

ექვსი დღეა, რაც „ჰაიდენჰაიმმა“ სამხრეთ ტიროლში შეკრება დაიწყო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანკ შმიდტმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, შესვენების შემდეგ კი შემადგენლობა სრულად შეცვალა.

იტალიელებმა ანგარიში 21-ე წუთზე სანტიაგო კასტროს მიერ გატანილი ბურთით გახსნეს. 29-ე წუთზე ​მარვინ პირინგერმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ თამაში ფრედ დასრულდა.

ჰაიდენჰაიმი“ კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 25 ივლისს „ჰამბურგთან“, ხოლო პირველ აგვისტოს – „ინგოლშტადტთან“. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩს კი 8 აგვისტოს საკუთრ მოედანზე „ოსნაბრუკთნ“ ჩაატარებს.

მსგავსი