ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ვერდერთან“ დამარცხდა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას პლეი აუტში შეეცდება #1TVSPORT
ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ვერდერთან“ დამარცხდა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას პლეი აუტში შეეცდება #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა, მაგრამ გერმანიის ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.

ბუნდესლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა, რამდენჯერმე სცადა თავის გამოჩენა, მაგრამ მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა.

ბუნდესლიგაში გამართული 34 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმმა“ მე-16 ადგილი დაიკავა. პლეი აუტში მისი მეტოქე მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა, რომელიც 18 მაისს გაიმართება.