ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „გლადბახთანაც“ დამარცხდა #1TVSPORT
ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „გლადბახთანაც“ დამარცხდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი მარცხი განიცადა – გუნდმა ევროსაგზურისთვის მებრძოლ „გლადბახს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

24-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ გოლი ვერც ამჯერად გაიტანა და 46-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი 6,4 ქულით შეაფასეს, რაც მასპინძელთა შორის მეორე საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

ანგარიში მე-8 წუთზე რობინ ჰაკმა გახსნა, მე-18 წუთზე სტუმართა უპირატესობა ნათან ნგუმუმ გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი დუბლით ისევ ჰაკმა დააფიქსირა.

„ჰაიდენჰაიმი“ 15 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და თუ „კილმა“ (13) ტურის შეხვედრა მოიგო, ბოლო ადგილზე დაქვეითდება.