ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დამარცხდა - ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ განაცხადში არ იყო #1TVSPORT
მორიგი შეხვედრები ჩაატარეს ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ და გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“.
„ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში უშუალო კონკრენტს, „სანკტ პაულის“ უმასპინძლა და ე.წ. ექვსქულიან მატჩში 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 77 წუთი ითამაშა და 6.1 შეფასება მიიღო.
ინგლისის ჩემპიონშიპის 27-ე ტურში კი გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „დერბის“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:0. „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი ლიდერი სტუმართა განაცხადში არ იყო – მიზეზი ბარძაყის კუნთის ტრავმა აღმოჩნდა.
ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მე-16 ადგილზე დაქვეითდა, „სანკტ პაულს“ (17) კი ცხრილში დაწინაურების საშუალება მისცა. „უოტფორდი“ (41) მე-7 ადგილზეა, მაგრამ პრემიერლიგის პლეი ოფის ზონის გუნდებს ქულებით დაეწია და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.