ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „აუგსბურგთან“ ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT
ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „აუგსბურგთან“ ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ მორიგი მატჩი ჩაატარა „ჰაიდენჰაიმში“, რომელიც ბუნდესლიგაში „აუგსბურგს“ ესტუმრა და დასანანი მარცხი იწვნია – 1:2.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 90 წუთი ითამაშა და სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში ბუდუს დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ასცდა, მეორე ტაიმში კი ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით მისმა თანაგუნდელმა ვერ ისარგებლა.

„აუგსბურგი“ პირველი ტაიმის მიწურულს კრისლენ მატსიმას გოლით დაწინაურდა. „ჰაიდენჰაიმმა“ წონასწორობის აღდგენა მეორე ტაიმში გუნდის კაპიტნის, პატრიკ მაინკას ეფექტური დარტყმით 77-ე წუთზე მოახერხა. 90+3-ე წუთზე კევინ შლოტერბეკმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „აუგსბურგს“ სამი ქულა მოუტანა.

„ჰაიდენჰაიმი“ 19 ტურის შემდეგ 14 ქულით ბუნდესლიგაში მე-14 ადგილზე, ანუ პლეი აუტის ზონაშია.