ზივზივაძის გოლი უნგრეთში - ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შეუჩერებელია [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარი“ „ჰონვედს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით შინ 4:0 დაამარცხა.

ბუდუ ამჯერად სათადარიგო სკამზე იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 2:0 იყო. საქართველოს ნაკრების ფორვარდს გოლის გასატანად 13 წუთი დასჭირდა. შორეული პასის შემდეგ, ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, პირველ ცდაზე გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ მერე ბურთი ისევ მას მიუვიდა, კარგად დაამუშავა და კუთხეში უზუსტესი დარტყმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ფეჰერვარმა“ ახალ სეზონში პირველი ქულები ჩაიწერა, ბუდუსთვის კი ეს მიმდინარე სეზონში 5 მატჩში უკვე 4 გოლია, უნგრეთის ჩემპიონატში კი პირველი. შემდეგ შეხვედრას „ფეჰერვარიკონფერენს ლიგის ეგიდით მოლდოვური „პეტროკუბის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელთანაც პირველი მატჩი 5:0 აქვს მოგებული.