ზივზივაძის გოლი, საგოლე და ჟესტი ვაისს - ბერიძე გოლით დაბრუნდა (ვიდეო)
ზივზივაძის გოლი, საგოლე და ჟესტი ვაისს - ბერიძე გოლით დაბრუნდა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძემ, უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში თავი შედეგიანი თამაშით და ვლადიმირ ვაისისთვის განკუთვნილი ჟესტით გამოიჩინა.

26 წლის თავდამსხმელი „უიპეშტთან“ შეხვედრაში „ჰეფერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანა. 43-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ სტუმრები ძელმა გადაარჩინა. ბუდუმ 66-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო 2 წუთში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველმა, ბობან ნიკოლოვმა მისი გადაცემით გაიტანა. სხვათა შორის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ავტოგოლი ჩაიწერა – „უიპეშტის“ მცველმა კირე რისტევსკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

გოლის შემდეგ ზივზივაძემ თვალებზე ხელები აიფარა – როგორც ჩანს, ამით თავდამსხმელმა ვლადიმერ ვაისს მიანიშნა, რომელმაც მასზე თავლები „დახუჭა“ – ბოლო სეზონის ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არც სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებზე გამოიძახა და არც – ოქტომბრის მატჩებზე. აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძემ ახალ კლუბში 3 მატჩი ჩაატარა და უკვე ორი გოლის გატანა მოახერხა. რაც მთავარია, ბუდუმ „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.

უიპეშტში“ დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა გიორგი ბერიძემ, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე, სწორედ ზივზივაძის გოლის შემდეგ გამოჩნდა. მან პირველივე შეხვედარში გამოიჩინა თავი და 90+2-ე წუთზე „ფეჰერვარის“ კარში პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანა.

საბოლოოდ, ბუზუ ზივზივაძისფეჰერვარმა“ 5:1 მოიგო და 5 ტურის შემდეგ დაგროვებული 11 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო ბერიძის „უიპეშტი“ 7 ქულით მეცხრეზეა.