ზივზივაძის გოლი და საგოლე გადაცემა ბუნდესლიგაში - „ჰაიდენჰაიმმა“ შინ კონკურენტი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, საგოლე გადაცემაც შეასრულა და „ჰაიდენჰაიმს“ უშუალო კონკურენტ „ჰოლშტეინ კილთან“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 3:1.
გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და მწვრთნელს იმედები გაუმართლა.
„ჰაიდენჰაიმმა“ ანგარიში 33-ე წუთზე პირინგერის დარტყმით გახსნა. ზივზივაძემ კი მეორე ტაიმში (47-ე წუთზე) გამოიჩინა თავი და თავისი გუნდის შეტევა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა. 90+3-ე წუთზე კი მისი გადაცემით საბოლოო ანგარში კონტემ დააფიქსირა.
„ჰაიდენჰაიმმა“ ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (11 იანვრიდან), 28 ტურის შემდეგ 19 ქულით ბუნდესლიგის სატურნიურო ცხრილში მე-19 ადგილზე დაწინაურდა და „ჰოლშტეინ კილს“ (17) გადაასწრო. ბუდუ ზივზივაძეს კი მეორე ბუნდესლიგაში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.