ზივზივაძის დუბლით "დინამომ" მეორეზე გადაინაცვლა
ზივზივაძის დუბლით "დინამომ" მეორეზე გადაინაცვლა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-4 ტურის და პირველი წრის ცენტრალური შეხვედრა „დინამო-არენაზე“ ჩატარდა: ქართულ „კლასიკოში“ „დინამო თბილისმა“ პრინციპულ მეტოქეს, ქუთაისის ტორპედოს“ უმასპინძლა.

თბილისელებმა შეხვედრა კარგად ჩაატარეს და უკვე მე-12 წუთზე დაწინაურდნენ. ოთარ კიტეიშვილის პასით თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა 1:0. თბილისელთა თავდამსხმელმა ქუთაისელთა კარი 45-ე წუთზე უკვე გიორგი ივანიშვილის გადაცემის შემდეგ აიღო 2:0.

მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, “დინამომ” 2:0 გაიმარჯვა, 9 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.