ზივზივაძის დუბლი – ქართველმა „მეზეკევეშდს“ მოაგებინა [ვიდეო]

23:23, 14.09.2019

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში პირველი დუბლი პირველად შეასრულა და „მეზეკევეშდს“ სამი ქულა მოუტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა „კიშვარდასთან“ გასვლითი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

უნგრული გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ანგარიში მე-12 წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნა. 63-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მასპინძელთა კარი მეორედ აიღო და სტუმართა სასარგებლოდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზივზივაძემმეზეკევეშდში“ ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში სულ სამი გოლი გაიტანა. ქართველის გუნდი კი ექვსი ტურის შემდეგ 15 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ (18 ქულა) ჩამორჩება.

მსგავსი