ზივზივაძის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში - „კარლსრუემ“ ისევ მოიგო #1TVSPORT
ზივზივაძის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში - „კარლსრუემ“ ისევ მოიგო #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „კარლსრუეში“, რომელმაც როსტოკის „ჰანზასთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა 2:0 მოიგო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურის მატჩი ქართველის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა და საქმე, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში მოამთავრა. მე-16 წუთზე ანგარიში მარვინ ვანიჩეკმა პენალტით გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე პაულ ნებელმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მუხლის მცირე ტრავმა მოირჩინა, სათამაშო დრო მიიღო და, დიდი ალბათობით, 28 მარტს ნორვეგიასთან მატჩისთვის მზად უნდა იყოს.

„კარლსრუემ“ ბოლო 4 შეხვედრა მოიგო, 5 მატჩი კი წაუგებლად დაასრულა, 31 ქულით მე-9 ადგილზე დაწინაურდა და აუტსაიდერთა ზონას 10 ქულით გაასწრო.