ზივზივაძის აღიარება - ქართველი თავდამსხმელი „უიპეშტის“ თვის მოთამაშეა #1TVSPORT
ზივზივაძის აღიარება - ქართველი თავდამსხმელი „უიპეშტის“ თვის მოთამაშეა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე, რომელიც „ფეჰერვარიდან“ თებერვალში ახალ გუნდში, „უიპეშტში“ გადავიდა, კლუბის გულშემატკივრების გამოკითხვით მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

„აი, ვინ გახდა მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე, გილოცავთ, ბუდუ!“, – წერია ბუდაპეშტური კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

ბუდუ ზივზივაძეს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩის შემდეგ გადასცეს, რომელიც „უიპეშტმა“ გასვლაზე „პაკშთან“ გამართა და 3:1 მოიგო, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბუდუ ზივზივაძემ მარტში უნგრეთის ჩემპიონატში სამი შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა – „პუშკაშ აკადემიასთან“ და „დებრეცენთან“, შედეგად ორჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, მისმა წარმატებულმა თამაშმა კი „უიპეშტს“ საშუალება მისცა, ბოლო ადგილისთვსი თავი დაეღწია და ახლა გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძემ თავი საქართველოს ნაკრებშიც გამოიჩინა და „ჯვაროსნებმა“ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გასვლითი მატჩი მის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს.