ზივზივაძეს პოლონეთში იწვევენ #1TVSPORT
ზივზივაძეს პოლონეთში იწვევენ #1TVSPORT

უნგრული „ფეჰერვარის“ ქართველ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთის ჩემპიონატის გუნდი ვროცლავისშლიონსკი“ იწვევს – ამის შესახებ პოლონელმა ჟურნალისტმა, სიკორამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრაკლასას ვროცლავისშლიონსკი“ ორი თავდამსხმელით დაინტერესდა, ერთ-ერთი მათგანი კი უნგრული „ფეჰერვარის“ ქართველი ლეგიონერია. პოლონელი ჟურნალისტის შეფასებით, „შლიონსკისთვისაეკ-ის 26 წლის შვედი თავდამსხმელი უფრო საინტერესო უნდა იყოს.

„დღეს ვარაუდების დონეზე ითქვა, რომ ვროცლავისშლიონსკი“ ორი ფეხბურთელით დაინტერესდა – დასახელდა ბუდუ ზივზივაძე უნგრული „ფეჰერვარიდან“ და მუამერ ტანკოვიჩი ათენის აეკ-დან. ორივეს რომ ვუყურებ, ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი ჭორადვე დარჩენილიყო. თუმცა ტანკოვიჩი უფრო საინტერესოდ გამოიყურება, მაგრან, ალბათ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის“, – წერს პოლონელი ჟურნალისტი ტვიტერში.

ბუდუ ზივზივაძის უნგრული კარიერა შესანიშნავად დაიწყო და „მეზოკოვეშდსა“ და შემდეგ „ფეჰერვარის“ ქართველი თავდამსხმელი საკმაოდ შედეგიანად თამაშობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა, სულ კი 2 გოლის გატანა მოახერხა.

თუმცა ზივზივაძის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ნოემბერში კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.