ზივზივაძეს მწვრთნელი შეუცვალეს - ჯერ უცნობია, დააბრუნებს თუ არა ქართველ თავდამსხმელს შემადგენლობაში #1TVSPORT
ზივზივაძეს მწვრთნელი შეუცვალეს - ჯერ უცნობია, დააბრუნებს თუ არა ქართველ თავდამსხმელს შემადგენლობაში #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარში“ ცვლილება განხორციელდა. მთავარი მწვრთნელი მიხაელ ბორისი პოსტიდან გაათავისუფლეს, მასთან ერთად თანამდებობას დაემშვიდობა სპორტული დირექტორი. „ფეჰერვარის“ ახალი მთავარი მწვრთნელი შაბოშ ჰუშტი გახდა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ჩვენი მთავარი გუნდი შაბოშ ჰუშტმა ჩაიბარა, რომელიც „ფეჰერვარის“ შემადგენლობაში უნგრეთის ყოფილი ჩემპიონი და თასის მფლობელია. 39 წლის სპწციალისტსა და კლუბს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ორშაბათიდან ჩაიბარა“, – წერია „ფეჰერვარის“ ოფიციალური გვერდის გავრცელებულ ცნობაში.

შაბოშ ჰუშტმა კარიერა დაიწყო „ფერენცვაროშში“. 2005 წელს საფრანგეთში, „მეცში“ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ – ბუნდესლიგის „ჰანოვერში“. 2009-დან 2012 წლამდე ის იყო რუსული „ზენიტის“ მოთამაშე, შემდეგ დაბრუნდა „ჰანოვერში“, სადაც ითამაშა ორი ​​წელი, კლუბის მაისურით 154 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2014 წელს გადავიდა ჩინურ „ჩანგჩუნში“, წელიწადნახევრის შემდეგ გააფორმა კონტრაქტი ფრანკფურტის „აინტრახტთან“, 2017 წელს კი ჩინეთში, „ჩანგჩუნში“ დაბრუნდა.

2018 წლის იანვარში, უცხოეთში გატარებული თორმეტნახევარი წლის შემდეგ „ფეჰერვარში“ ჩაირიცხა და 2019 წელს გუნდთან ერთად მოიგო უნგრეთის თასი, 2019 და 2020 წლებში – ვიცე-ჩემპიონი გახდა. 2020 წელს კლუბში სპორტულ კონსულტანტად მუშაობდა, 2021 წელს კი მთავარი მწვრთნელის რანგში „დებრეცენს“ ხელმძღვანელობდა და უმაღლეს დივიზიონში დააწინაურა.

შეგახსენებთ, რომ მისი წინამორბედი ბუდუ ზივზივაძეს აღარ ენდობოდა და ფანების მოთხოვნით მეორე გუნდშიც გადაიყვანა. ჯერ უცნობია, ახალი მწვრთნელი ქართველ თავდამსხმელს შემადგენლობაში დააბრუნებს თუ არა.