ზივზივაძეს ისრაელის ვიცე-ჩემპიონი იწვევს - „ბეერ-შევა“ ბუდუს ჯერ იჯარით თამაშს სთავაზობს #1TVSPORT
ზივზივაძეს ისრაელის ვიცე-ჩემპიონი იწვევს - „ბეერ-შევა“ ბუდუს ჯერ იჯარით თამაშს სთავაზობს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ფეჰერვარის“ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს ბერ-შევასჰაპოელი“ იწვევს, – ინფორმაციას sport5.co.il-ი ავრცელებს.

ბერ-შევასჰაპოელი“ ისრაელის ხუთგზის ჩემპიონია, გასულ სეზონზე ვერცხლის მედალოსანი იყო, ხოლო მიმდინარე სეზონზე მესამე ადგილზე იმყოფება. პორტალის ინფორმაციით, თავდამსხმელს კლუბი ამ ეტაპზე იჯარით აიყვანს.

„ბუდუ ზივზივაძე, რომელიც უნგრულ „ფეჰერვარში“ თამაშობს და ამ სეზონზე კონფერენს-ლიგაზე ექვსი გოლი გაიტანა, „ბეერ-შევას“ ობიექტივში მოექცა. გუნდი შეტევის გაძლიერების გზაზეა. გუნდის მთავარ მწვრთნელს, ელინივ ბრედას უნგრული კლუბის კუთვნილი 28 წლის ქართველი თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის იჯარით დამატება სურს. ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, აქედან ორი – ერთა ლიგაზე.

ზივზივაძეს უნგრეთში კარგი სახელი აქვს. ამ სეზონზე ერთი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში გაიტანა, ხოლო ექვსი – კონფერენს-ლიგაზე. გასულ სეზონზე „ფეჰერვარმა“ ის იჯარით „უიპეშტში“ გაუშვა. ახალ გუნდში 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა, რასაც სეზონის დასაწყისში „ფეჰერვარში“ 11 მატჩში გატანილი ორი გოლი დაემატა. ზივზივაძე მემარცხენეა, მაგრამ ორივე ფეხით თამაში შეუძლია, უნგრეთის ლიგაში ორნახევარ სეზონზე სულ 23 გოლი გაიტანა“, – წერს გამოცემა.